„ღამით ვერც ახალი ვერტმფრენები იფრენენ“ – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ისაუბრა ახალ, ევროპული ტიპის “H 145” ვერტმფრენზე, რომელიც სამინისტროს გადმოეცა. ჯამში სახელმწიფომ სამი ამ ტიპის ვერტმფრენი შეიძინა.
გომელაურს ჰკითხეს, ეს ვერტმფრენი ქვეყანას რომ ჰყოლოდა იქნებოდა თუ არა მეტი ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის დროს.
“ბევრად კომფორტულია, თუმცა ის, რომ ეს ვერტმფრენი რომ გვყოლოდა, რაც გაჟღერდა, რომ იქ ყველას გადავარჩენდით და ესე მოხდებოდა, ეს არის სიცრუე, შემიძლია თუ თქვენი ნება იქნება, მოვიყვანო ვინც არიან ამის პროფესიონალები, ექსპერტები და აგიხსნან, მე მათ მოყოლილს გიყვებით ხოლმე, ღამე ვერც ეს ვერტმფრენი ვერ იფრენს, ეგ იცოდეთ, შეუძლია, იგივე რაც შეუძლია დღევანდელ ვერტმფრენებს რაც ჩვენ გვყავს, აფრინდეს ს ვთქვათ აეროპორტიდან და ჩამოფრინდეს თბილისის აეროპორტში, თუ ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი არ არის საფრენ ზონაში, იგივე პრობლემები აქვს ამ ახალ ვერტმფრენსაც ანუ ის, რომ ეს ვერტმფრენი ახლა ღამე მიფრინდება, ხეობაში შეფრინდება, დაჯდება და ვიღაცას აიყვანს, ეს პრობლემა ამასაც აქვს, ეს ყველა ვერტმფრენს აქვს ასეთი პრობლემა. არის სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც რისკავენ ომის დროს და რაღაც შედიან და ღონისძიებას ატარებენ. არ შეიძლება ვერტმფრენის ღამე, ხეობაში, მითუმეტეს, სადაც გადის მაღალი ძაბვის ხაზები და ასე შემდეგ, შეიძლება თქვათ, რომ რუკები ხომ არსებობს, ხეების რუკებს ვერ გააკეთებს ვერავინ, აქედან გამომდინარე, ის რომ ეს რომ გვყოლოდა, ეს აღარ მოხდებოდა რაჭაში და ასე შემდეგ, სხვა თუნდაც…. ღამე უდიდესი პრობლემაა”

ასევე დაგაინტერესებთ