ღალატი – “ახალი ინიესტა” “ბარსელონადან” პსჟ-ში გადადის?

„პარიზიენის“ ცნობით, 18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა დრო ფერნანდესმა „ბარსელონასთან“ 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და პსჟ-ში გადავა.

ფილიპინური წარმომავლობის დრო ფერნანდესი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, თამაშის სტილით ანდრეს ინიესტას მოგაგონებთ, მასზე მწვრთნელი ჰანსი-დიტერ ფლიკი დიდ იმედებს ამყარებდა, ამ სეზონში ლა ლიგაზე 4 მატჩში მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, თუმცა ფეხბურთელმა კარიერის პსჟ-ში გაგრძელება გადაწყვიტა და „ბარსას“ გულშემატკივრები მას მოღალატედ მიიჩნევენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „პარი სენ ჟერმენის“ თავკაცს ლუის ენრიკეს მოსწონს ფერნანდესის უნარები, პერსპექტიულად მიიჩნევს და ტრანსფერით დაინტერესებულია.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ დროში პარიზული კლუბი 8 მილიონ ევროს გადაიხდის და ის სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფერნანდესის გამოსასყიდი ფასი 6 მილიონია, მაგრამ იმისათვის, რათა „ბარსასთან“ ურთიერთობა არ გაიფუჭოს, პსჟ უფრო მაღალ ფასს გადაიხდის.

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ფერნანდესის აგენტთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებული იყვნენ, მათი გადაწყვეტილებით კი გაკვირვებული და იმედგაცრუებულია.