ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 20 ადამიანი დაიღუპა რაფაჰზე ისრაელის თავდასხმების შედეგად

ისრაელის არმიამ სარაკეტო და საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორის სამხრეთში, ქალაქ რაფაჰზე, იტყობინება Reuters-ის სააგენტო.
ცნობით, თავდასხმა მოხდა სამ შენობაზე, რასაც 20 ადამიან ემსხვერპლა. ამის შესახებ 19 დეკემბერს ღაზის სექტორის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები იტყობინებიან.
ათეულ ათასობით პალესტინელი, რომლებმაც მიატოვეს საცხოვრებელი ადგილები ღაზის ჩრდილოეთში იმ იმედით, რომ თავდასხმებისგან თავს დაიცავდნენ, რაფაჰში ეგვიპტის საზღვართან მივიდნენ, თუმცა არის საშიშროება, რომ ამ არეალშიც ვერ იქნებიან უსაფრთხოდ, წერს Reuters-ი და ავრცელებს ქალაქ ხან იუნისის მცხოვრებლების ინფორმაციას, რომ ქალაქში მძაფრი ბრძოლაა ს არმიასა და -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად მიჩნეულ დაჯგუფებას, „ჰამასს“ შორის.
7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, ისრაელის თანახმად, „ჰამასმა“ 1200 ადამიანი მოკლა და 240 მძევლად აიყვანა. საპასუხოდ ისრაელმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია და იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე.
„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან საპასუხო ომს ემსხვერპლა 18,800-ზე მეტი ადამიანი. ინტენსიური ბრძოლის შედეგად, ღაზის სექტორის მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა, ხალხს არ აქვს საკვები, საწვავი, წყალი და მედიკამენტები.

ასევე დაგაინტერესებთ