ღაზის ჯანდაცვის უწყება: 7 ოქტომბრის შემდეგ 30 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორის ჯანმრთელობის დაცვის უწყების თანახმად, 7 ოქტომბრის შემდეგ ს არმიის საპასუხო თავდასხმების განმავალობაში დაღუპული პალესტინელების რიცხვმა 30 228-ს მიაღწია.
უწყება 1 მარტის განცხადებაში ასევე იტყობინება, რომ ამავე პერიოდში დაშავებულთა რიცხვმა 71 ათასს გადააჭარბა.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის (ჰამასი -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა მიჩნეული.) მეომრების ისრაელში შეჭრისას დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს. მძევლების ნაწილი გათავისუფლებულია პალესტინელ პატიმრებზე გაცვლის შედეგად, ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი კვლავ ტყვეობაშია.
Reuters-ის ამავე ცნობაში, რომელიც სამინისტროს განცხადებას ეყრდნობა, ნათქვამია, რომ გასულ 24 საათში მოკლულია 193, ხოლო დაჭრილია 920 პალესტინელი.
29 თებერვალს ისრაელის ჯარებმა ქალაქ ღაზაში ცეცხლი გაუხსნეს თავმოყრილ პალესტინელებს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების დანაწილებას ელოდნენ. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

ასევე დაგაინტერესებთ