ღაზის ჯანდაცვის უწყება: 7 ოქტომბრის მერე ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაში თითქმის 21 ათასი ადამიანი დაიღუპა

სააგენტო Reuters-ი ავრცელებს პალესტინელთა ტერიტორიის, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმად, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორზე ს თავდასხმების შედეგად თითქმის 21 ათასი ადამიანია დაღუპული.
სამინისტრო 26 დეკემბრის განახლებულ ანგარიშში იტყობინება 20 915 დაღუპულსა და 54 918 დაშავებულზე. უწყება, რომელსაც -სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული ჰამასი აკონტროლებს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასულ 24 საათში მოკლულია 241 პალესტინელი, 382 კი დაიჭრა.
ჰამასმა მოულოდნელი იერიში ისრაელის სამხრეთის დასახლებებზე 7 ოქტომბერს მიიტანა. ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1200 პირი, მძევლად აიყვანეს 240-მდე ადამიანი. 130 მძევალი გაათავისუფლეს სხვადასხვა ვითარებაში.