ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 26 257-ს აღწევს

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 26 257-ს აღწევს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაშავებულთა რაოდენობა 64 797-მდე გაიზარდა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 174 ადამიანი დაიღუპა და 310 დაშავდა.