ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი 21 320-მდე გაიზარდა

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 21 320-მდე გაიზარდა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, აშრაფ ალ-ქუდრას ცნობით, ს თავდასხმების შედეგად 55 603 ადამიანი დაშავდა.
აშრაფ ალ-ქუდრამ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში 104 სასწრაფო დახმარების მანქანას და 142 სამედიცინო დაწესებულებას მიზანმიმართულად დაუმიზნეს.