ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ, განაცხადა, რომ ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 27 131-ს მიაღწია

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც -ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰამასი მართავს, 2 თებერვალს განაცხადა, რომ სულ ცოტა, 27 131 ადამიანი დაიღუპა ამ ტერიტორიაზე, ს არმიის მიერო საპასუხოდ დაწყებული სამხედრო-საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის – პალესტინელთა სხვადასხვა დაჯგუფების მებრძოლებსა და ისრაელს შორის ომის განმავლობაში 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ.
უკანასკნელი მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაიღუპა 112 ადამიანი, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში,რომლის თანახმად, ღაზაში დაშავებულთა რიცხვი 66 287-ს უდრის.
ჰამასმა შარშან 7 ოქტომბერს თავდასხმა განახორციელა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა და გაიტაცა 240-მდე პირი. მათი ნაწილის განთავისუფლებული, ნაწილი კვლავ ექსტრემისტების ხელშია.