ღაზის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 61 სატვირთო შევიდა | გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) ინფორმაციით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 61 სატვირთო მანქანა შევიდა. გაეროს თქმით, შაბათს ღაზამ საკვები, წყალი და პირველადი სამედიცინო დახმარება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ს თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.