ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 200 სატვირთო მანქანა შევიდა

ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 200 სატვირთო მანქანა შევიდა, ზოგიერთი მათგანი ჩრდილოეთ ნაწილშიც.
ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა სატვირთო მანქანები ეგვიპტესთან ნიცანას სასაზღვრო პუნქტზე შეამოწმეს, რის შემდეგაც ისინი რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ეგვიპტიდან ღაზას სექტორში შევიდნენ. ისრაელის თანხმობით, ათობით სატვირთო მანქანა და ექვსი სასწრაფო დახმარების მანქანა სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მიემართება, მათ შორის ისეთ ტერიტორიებზეც, სადაც ევაკუაცია არ მომხდარა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო