ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 58-მდე გაიზარდა | IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში “ჰამასის” წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა – 28 წლის კაპიტანი Roey Biber და 21 წლის სერჟანტი Binyamin Meir Airly.

IDF-ის თქმით, ამით სახმელეთო ოპერაციებისას დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და ამას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ს თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი “ჰამასმა” მძევლად აიყვანა.
“ჰამასის” მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 12 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.