ღაზის სექტორში ოპერაციისთვის ისრაელი რეზერვისტების გაწვევას იწყებს

ისრაელის სამხედრო ძალებმა ათობით ათასი რეზერვისტის გამოძახების შესახებ განაცხადეს ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ოპერაციების „გაძლიერებისა და გაფართოების“ მიზნით, ჰამასს და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.
ს თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ისინი „ზრდიან ზეწოლას“ ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლებისა და მებრძოლების დამარცხების მიზნით. სამხედროებმა აღნიშნეს, რომ არმია, გეგმის მიხედვით, ახალ ტერიტორიებზე იმოქმედებს, ჰამასის როგორც მიწისქვეშა ასევე ყველა მიწისზედა ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.
საერთაშორისო შუამავლების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე მხარეები ვერ თანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტისა და 59 ისრაელელი მძევლის დაბრუნებაზე , რომლებიც ტყვედ აიყვანეს რადიკალი ისლამისტების მიერ 2023 წლის ოქტომბერში სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ. ვარაუდობენ, რომ მათგან მხოლოდ 24 მძევალია ცოცხალი.
არც ერთი მძევალი არ გათავისუფლებულა მას შემდეგ, რაც ისრაელმა 18 მარტს განაახლა საბრძოლო მოქმედებები, რითაც დაირღვა ჰამასთან ორთვიანი ზავი. მას შემდეგ, ღაზის სექტორის დიდი ნაწილი ისრაელის კონტროლს დაექვემდებარა რასაც ასობით დევნილის ახალი ტალღა მოჰყვა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განახლებული შეტევების ფონზე ჰუმანიტარული ორგანიზაციები საუბრობენ საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტზე და „შიმშილის პოლიტიკად“ აფასებენ, რაც შესაძლოა ომის დანაშაულად ჩაითვალოს. ამას ისრაელი უარყოფს.
იემენში მოქმედი პროირანული ჰუსიტური დაჯგუფება, რომელიც ღაზას სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციის დასრულებას მოითხოვს, კვირას, 4 მაისს, ისრაელს „საჰაერო ბლოკადით“ დაემუქრა ისრაელის აეროპორტებზე განმეორებითი თავდასხმების გზით.
იმავე დღეს, კვირას დილით, ჰუსიტების რაკეტა თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტის ტერმინალთან ახლოს ჩამოვარდა. ექვსმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ მოგვიანებით განაცხადა, რომ ისრაელი ჰუსიტების წინააღმდეგ დამატებითი დარტყმებით, საპასუხო ზომებს მიიღებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ