ღაზის სექტორში თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის 17 წევრი დაიღუპა | CNN

ღაზის სექტორში თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის 17 წევრი დაიღუპა | CNN
ერთი და იგივე ოჯახის 17 წევრი დაიღუპა ხუთშაბათს, ღაზის სექტორში, მას შემდეგ, რაც სახლი ს საჰარო თავდასხმის ქვეშ მოყვა, განუცხადა ოჯახის ნათესავმა CNN-ს. სატელეფონო ინტერვიუს დროს 56 წლის რაფაატ აბუ შიჰამ თქვა, რომ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია.
ხოლო რამდენიმე სხვა ნანგრევების ქვეშ იყო ჩარჩენილი და უიმედოდ ელოდნენ სასწრაფო დახმარებას.
“შენობას ორჯერ დაარტყეს რაკეტებით დრონიდან და ერთხელ რაკეტით გამანადგურებელი თვითმფრინავიდან”, – თქვა რაფაატმა.
CNN-მა კომენტარისთვის მიმართა ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF), მაგრამ მყისიერი პასუხი არ მიუღია. ისრაელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მხოლოდ “ჰამასის” მებრძოლებს უმიზნებს და არა მშვიდობიან მოსახლეობას.
“შენობა მთლიანად დაინგრა. რვა ბავშვი და სამი ქალი კვლავ ნანგრევების ქვეშ არიან სასწრაფო დახმარების გარეშე”, – ყვება რაფაატი, რომელიც თავადაც დევნილია.
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ იგი წყვეტს სასწრაფო დახმარების ოპერაციებს ჩრდილოეთ ღაზაში მას შემდეგ, რაც საწვავის ნაკლებობამ და საავადმყოფოების დახურვამ შეუძლებელი გახადა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.