ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელთან ომის დაწყების შემდეგ 40 005 პალესტინელი დაიღუპა.
უწყების ცნობით, რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა 92 400-ს აჭარბებს.
ამასთან, პალესტინის ხელისუფლებაში არ აკონკრეტებენ, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის.
ისრაელმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ღაზაში „ჰამასის“ 14 000-ზე მეტი მებრძოლი მოკლა.
შეგახსენებთ, ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი დაჯგუფების მიერ მის წინააღმდეგ 7 ოქტომბერს განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რომლის დროსაც, ისრაელის ხელისუფლების ცნობით, 1 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 250 მძევლად აიყვანეს. ამ მძევლებიდან 100-ზე მეტი კვლავ ღაზაში იმყოფება.