ღაზის სექტორის ყველაზე დიდ საავადმყოფოში ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს

ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე 40 დღეა მიმდინარეობს. ღაზის სექტორის ყველაზე დიდ სამედიცინო დაწესებულებაში “ალ-შიფა” ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია განახორციელეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯარისკაცებმა, სამედიცინო დაწესებულებაში შტურმამდე, კვამლის ყუმბარა გამოიყენეს.
ექიმების თქმით, მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ისრაელმა ისინი ნახევარი საათით ადრე გააფრთხილა. მოესწრო თუ არა ევაკუაცია და როგორია პაციენტების მდგომარეობა, ამის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ისრაელის ინფორმაციით, ჰოსპიტლის ქვეშ “ჰამასის” სამეთაურო ცენტრია განთავსებული.
თავად “ჰამასის” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი შტურმზე პასუხისმგებლობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს აკისრებენ რადგან, მათივე განმარტებით, თეთრი სახლი მხარს უჭერდა ისრაელის განცხადებებს, რომ ჰამასი “ალ-შიფას” საავადმყოფოს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განცხადებით, მათ კონტროლი მოიპოვეს ღაზაში ალ-შატის ლტოლვილთა ბანაკზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე