ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ყოველდღიური „ტაქტიკური პაუზები“ ამოქმედდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ღაზაში, „სამხედრო მოქმედებების ტაქტიკური პაუზა“ ყოველ დღე, 8:00 საათიდან 19:00 საათამდე იმოქმედებს.
დახმარების მიწოდების მცდელობების ფარგლებში დამატებითი ნაბიჯია, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ომის დაწყებიდან ახორციელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში „ტაქტიკური პაუზები“ გუშინ დაიწყო.