ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისის საავადმყოფოებთან, ინტენსიური ბრძოლები გრძელდება

უკვე 115-ე დღეა, ახლო აღმოსავლეთში ომი მიმდინარეობს. ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისის საავადმყოფოებთან. მძიმე შეტაკებები იყო ნასერისა და ალ-ამალის კლინიკების მახლობლად. სამხრეთ ლიბანში ისრაელის არმიამ ჰეზბოლას სამიზნეები დაბომბა. ირანის მიერ მხარდაჭერილმა გასამხედროებულმა ჯგუფმა გახსნა საპასუხო ცეცხლი.
ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებს, კერემ შალომის გადასასვლელის გავლით, ღაზაში შესვლის უფლება არ მისცეს ებრაელმა დემონსტრანტებმა და მძევლების გათავისუფლებას მოითხოვეს.
ამავე დროს, საფრანგეთი შეუერთდა დასავლეთის სხვა ქვეყნებს და გაერო-ს დახმარების მთავარ სააგენტოს ღაზაში დაფინანსება შეუჩერა. მიზეზად სააგენტოს თანამშრომლების 7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ განხორციელებულ თავდასხმებში ჩართულობა სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე