ღაზის სექტორის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ოთხი უცხოელი ჰუმანიტარული მუშაკი და პალესტინელი თარჯიმანი დაიღუპნენ

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანკლავის ცენტრალურ ნაწილში ს მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ფონდ World Central Kitchen-ის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა, რომლებიც უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან.
„ჰამასის“ მიერ მართულ ღაზას მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად პალესტინელი თარჯიმანიც დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაკები პოლონეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ავსტრალიიდან იყვნენ. ჰუმანიტარული მუშაკების კოლონას თავს ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, დეირ ალ-ბალას სამხრეთით დაესხნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„ღაზაში World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმის შესახებ ცნობების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალები ახორციელებს საფუძვლიან შემოწმებას უმაღლეს დონეზე ამ ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების გასაგებად“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ.