“ღაზის ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია” | ცაჰი ჰანეგბი

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ცაჰი ჰანეგბმა განაცხადა, რომ ღაზის ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მიაღწიეს და ეს მხოლოდ დასაწყისია.
მან ასევე აღნიშნა, რომ მალე 3 კვირა შესრულდება, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო და ს შეიარაღებული ძალები უკვე ქალაქ ღაზას ცენტრში ოპერირებენ. ასევე, ჰანეგბის თქმით, უკვე ათასობით ტერორისტია მოკლული, მათ შორის “ჰამასის” ხელმძღვანელობის წევრები.
“უსაფრთხოების კაბინეტის მიერ დასახული ყველა მიზანი მიღწეულ იქნა, და, როგორც პრემიერმინისტრმა თქვა, ეს მხოლოდ დასაწყისია… ბრძოლის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ და ბრძოლის დასასრულს “ჰამასის“ დასასრულიც იქნება… არ გავჩერდებით მანამ, ვიდრე “ჰამასისა” და “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” სამხედრო და ხელმძღვანელობის შესაძლებლობები განადგურებული არ იქნება”, – განაცხადა ჰანეგბიმ.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობის დაწყება გამოაცხადა.