ღაზიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, 19 დეკემბერს ღაზის სექტორიდან ცენტრალური ს მიმართულებით რაკეტები ისროლეს. სარაკეტო თავდასხმების ერთ-ერთი სამიზნე თელ-ავივის არეალი იყო. გასროლილ რაკეტებზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო.
როგორც ცნობილია, ღაზის სექტორიდან სულ ხუთი რაკეტა ისროლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების მიხედვით, გასროლილი ხუთი რაკეტიდან ერთი გაანეიტრალეს.
განგაშის სიგნალები თელ-ავივის სამხრეთ დასახლებებში, ჯაფაში და ბათ იამის ტერიტორიაზე ისმოდა. პოტენციური თავდასხმის საფრთხისშემცველ არეალში ასევე მოექცა რიშონ ლეზიონი, კფარ ჩაბადი და ბეით დაგანი.

ასევე დაგაინტერესებთ