“ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება” | ბორელი

“ღაზა მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი იქნება”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საუბრობს, რომელიც ბეირუთში დღეს ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, აბდალა ბუ ჰაბიბის შეხვდა.
“ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ საბოლოო ჯამში ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა რეალობად იქცეს”, – განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.