გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს ღაზის სექტორში საკვებთან დაკავშირებული უმძიმესი მდგომარეობის გამო.
2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება, ამის შესახებ ნათქვამია საკვების უსაფრთხოების ფაზების დამდგენი ორგანიზაციის (IPC) მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ღაზის სექტორის მოსახლეობის მდგომარეობა ფასდება კრიზისულად. სულ მცირე 79% იმყოფება საგანგებო ან კატასტროფის მდგომარეობაში.
კლასიფიკაცია მიუთითებს, რომ „ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის კატასტროფულად მწვავე კვებითი დაუცველობას“, რაც საკვების უკიდურესი დეფიციტითაა განპირობებული. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე პრობლემაა არასწორი საკვების „საგანგაშო მაჩვენებელი“, რაც ორგანიზაციის განცხადებით, ზრდის სიკვდილიანობის ალბათობას.
FAO აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან წარმოებულ საპასუხო ომს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 20 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.
7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად 1200-ზე მეტი ისრაელელი დაიღუპა. მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.