ისრაელმა ღაზას ნაწილში „ჰუმანიტარული პაუზა“ გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის მიზნით ღაზის სექტორის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში სამხედრო მოქმედებები შეჩერდება.
„ეს გადაწყვეტილება გაერო-სთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებულია“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ასევე, ისრაელი ღაზაში უსაფრთხო მარშრუტებს უზრუნველყოფს, რათა გაერო-მ და ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებმა მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება შეძლონ.
ღაზის სექტორის საავადმყოფოებში 24 საათის განმავლობაში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების გამო გარდაცვალების ცხრა ახალი ფაქტი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, შიმშილით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 122-მდე გაიზარდა. პარალელურად, გაერო-ს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, რომ ღაზაში აგვისტოს შუა რიცხვებისთვის მძიმედ არასრულფასოვანი კვების მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო სპეციალიზებული თერაპიული საკვები ამოიწურება.
გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს (UNRWA) ხელმძღვანელმა, ფილიპ ლაზარინიმ განაცხადა, რომ არაბული ანკლავი „განზრახ მასობრივ შიმშილს“ განიცდის. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა საერთაშორისო საზოგადოება გააკრიტიკა ღაზაში პალესტინელების ტანჯვის უგულებელყოფის გამო, რაც, მისი თქმით, „მორალურ კრიზისს წარმოადგენს“.
ღაზის სექტორში გასული 24 საათის განმავლობაში შიმშილისგან ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთი დღით ადრე კი ღაზაში ცხრა ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში შიმშილით 127 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 85 ბავშვია. გაერო-ს წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი საკვებს დღეობით ვერ იღებს. სულ მცირე, 90 ათასი ქალი და ბავშვი შიმშილობს. მათ შორის, შიმშილისგან გონებას კარგავენ ექიმებიც, რომლებიც პაციენტების გადარჩენას ცდილობენ.
ღაზის სექტორის საავადმყოფოებში 24 საათის განმავლობაში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების გამო გარდაცვალების ცხრა ახალი ფაქტი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, შიმშილით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 122-მდე გაიზარდა. პარალელურად, გაერო-ს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, რომ ღაზაში აგვისტოს შუა რიცხვებისთვის მძიმედ არასრულფასოვანი კვების მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო სპეციალიზებული თერაპიული საკვები ამოიწურება. გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს (UNRWA) ხელმძღვანელმა, ფილიპ ლაზარინიმ განაცხადა, რომ არაბული ანკლავი „განზრახ მასობრივ შიმშილს“ განიცდის. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა საერთაშორისო საზოგადოება გააკრიტიკა ღაზაში პალესტინელების ტანჯვის უგულებელყოფის გამო, რაც, მისი თქმით, „მორალურ კრიზისს წარმოადგენს“.
გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია ისრაელს ღაზაში ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ განცხადებაში ისინი მხარეებს მოუწოდებენ, დაასრულონ კონფლიქტი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტით და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა მძევალი.
„უნდა დასრულდეს ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზაში, რომლის მოწმეც ვართ. დადგა დრო, ღაზაში ომი დასრულდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაშია ასევე აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ყველაზე საბაზისო საჭიროებები, მათ შორის წყალსა და საკვებთან წვდომა. ქვეყნები ასევე მოუწოდებენ ისრაელს, სასწრაფოდ დართოს ნება გაერო-სა და ჰუმანიტარულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განახორციელონ თავიანთი სამუშაო, რათა აღმოფხვრან შიმშილი.
„ისრაელმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლით აღებული ვალდებულება. „ჰამასის“ განიარაღება სავალდებულო პირობას წარმოადგენს და „ჰამასმა“ ღაზის მომავალში არავითარი როლი აღარ უნდა შეასრულოს. პალესტინელთა მიმართებაში ანექსიის, განსახლებებისა და მოსახლეთა ძალადობის აქტები ძირს უთხრის ორი სახელმწიფოს შეთანხმებულ პერსპექტივებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელს მიმართავს, „ჰამასთან“ მიმართებაში სამუშაო ბოლომდე მიიყვანოს.
„ვფიქრობ, მათ სიკვდილი უნდათ, ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ჰამასზე“ საუბრისას და აღნიშნა, რომ ისრაელისთვის „დადგა დრო, როდესაც მოუწევს, დაასრულოს სამუშაო“.
ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ „ჰამასი“ არც კოორდინაციაში იყო და არც კეთილსინდისიერად მოქმედებდა, რის გამოც თეთრმა სახლმა უკან გაიწვია ახლო აღმოსავლეთში თავისი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და „ალტერნატიული ვარიანტების“ შესწავლა დაიწყო, თუმცა „ჰამასის“ წარმომადგენლები ვაშინგტონის ამ პოზიციას უარყოფენ.
