ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით ისრაელმა კერემ შალომის გამშვები პუნქტი გახსნა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით ისრაელმა კერემ შალომის გამშვები პუნქტი გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის სამინისტროს განყოფილება, ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი ავრცელებს.
ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორის ცნობით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთოები ღაზაში შესვლამდე ს ინსპექტირებას გაივლიან.
შეგახსენებთ, ისრაელმა კერემ შალომის გამშვები პუნქტი მას შემდეგ დახურა, რაც 5 მაისს, გამშვებ პუნქტთან ახლოს მდებარე ისრაელის სამხედრო ბაზაზე „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა.