ღაზაში, ჯავშანტრანსპორტიორის აფეთქების შედეგად, შვიდი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, ჯავშანტრანსპორტიორის აფეთქების შედეგად, შვიდი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბომბი ჯავშანტრანსპორტიორზე იყო მიმაგრებული.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჯარისკაცები ხან იუნისის რეგიონში იმყოფებოდნენ, როდესაც მათი ჯავშანტრანსპორტიორი აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ამასთან, კიდევ ერთი ინციდენტის დროს, ჯარისკაცებს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა