ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა – “ჰამასმა” ისრაელს მძევლების სია გადასცა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე ძალაშია. ამის შესახებ განცხადება ს პრემიერის ოფისის მიერ გაკეთდა.
ზავი ადგილობრივი დროით 11:15 საათზე დაიწყო, თავდაპირველად გამოცხადებულ დროზე 3 საათით გვიან. ისრაელმა მიიღო მძევლების სია, რომელიც ჰამასმა დღეს უნდა გაათავისუფლოს. შეთანხმების ძალაში შესვლა სწორედ არასრული სიის გამო დაგვიანდა. თავდაპირველად “ჰამასმა” თელ-ავივს 33 მძევლიდან მხოლოდ 30-ის გვარი გადასცა და განაცხადა, რომ იყო “ტექნიკური” შეფერხება სამი მძევლის გვარის მიწოდებაში.
წყარო: მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

„გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონია. საქართველოსთვის ეს რეგიონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ გუანჯოუს პორტების გავლით შედის ჩინეთის ბაზარზე“ – გიორგი პერტაია