ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად ისრაელის არმიის მხრიდან სროლას პალესტინელები ემსხვერპლნენ

ღაზაში 12 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ისრაელმა დრონით თავდასხმა განხორციელდა.
პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa-ს ცნობით, ქალაქ ღაზის შეჯაიას რაიონში დრონებით თავდასხმას სამი პალესტინელი ემსხვერპლა.
ს არმიამ განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი ისრაელის პოზიციებს მიუახლოვდა და ჯარისკაცებს “საფრთხეს შეუქმნეს,” რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების
დარღვევა იყო.
რადგან მათ განმეორებითი მოთხოვნის მიუხედავად უკან არ დაიხიეს, მათ ცეცხლი გაუხსნეს.

ამავდროულად, ისრაელმა ჰამასს (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) შეთანხმების შესაბამისად დარჩენილი 24 დაღუპული მძევლის გადაცემა მოსთხოვა.
ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი, მათ შორის ნეპალელი სტუდენტის, ცხედარია გადაცემული, მათი ვინაობა ისრაელის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტმა დაადასტურა.

ღაზის საავადმყოფომ განაცხადა, რომ მან მიიღო 45 პალესტინელის ცხედარი, რომლებიც მას ისრაელმა გადასცა. ეს აქტიც ღაზაში ომის დასრულების ტრამპისეული გეგმის ნაწილია.

ასევე დაგაინტერესებთ