ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ამერიკულ რეზოლუციას რუსეთმა და ჩინეთმა გაეროში ვეტო დაადო

22 მარტს, გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას ვეტო რუსეთმა და ჩინეთმა დაადო.
რეზოლუცია მოითხოვდა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ასევე, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას. ამასთან, რეზოლუცია გულისხმობდა ზეწოლას ისრაელზე, გაეზარდა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესაძლებლობები და უკეთ დაეცვა ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა.
”საბჭოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ რეზოლუციას, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთმა და ჩინეთმა გადაწყვიტეს, ვეტო გამოიყენონ ”, – განუცხადა შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს. კენჭისყრამდე მან თქვა, რომ საბჭოს მიერ რეზოლუციის არმიღება “ისტორიული შეცდომა” იქნებოდა.
კენჭისყრის წინ, საბჭოს ასევე სიტყვით მიმართა გაეროში ს ელჩმა. ვასილ ნებენზიამ საბჭოს წევრებს მოუწოდა, არ დაეჭირათ მხარი რეზოლუციისთვის. მისი თქმით, როზოლუაცია „ძალიან პოლიტიზირებული იყო“ და შეიცავდა ეფექტიან მწვანე შუქს სთვის, განეხორციელებინა სამხედრო ოპერაცია ღაზის სამხრეთ ნაწილში, რაფაში.
„ეს ისრაელს ხელს გაუხსნის და მიიყვანს იქამდე, რომ მთელი ღაზა და მისი მთელი მოსახლეობა განადგურების ან განდევნის წინაშე აღმოჩნდება“, – თქვა ნებენზიამ შეხვედრაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება