ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეთა გაცვლის შესახებ შეთანხმების მისაღწევად ბლინკენი ისრაელში ჩადის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, დღეს, 18 აგვისტოს ისრაელში ჩავა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის, ასევე მძევლებისა და დაკავებულების გაცვლის შესახებ შეთანხმების მიღწევაა.
BBC-ის ინფორმაციით, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ს მთავრობასთან.
ბლინკენის ვიზიტი -ს ინიციატივის ფარგლებშია, რომლითაც შუამავლების – ეგვიპტისა და კატარის დახმარებით, კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა იგეგმება.
“ამ წინადადებამ უნდა მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, მძევლების გათავისუფლებას, ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობას ღაზაში და შექმნას პირობები რეგიონში სტაბილურობისთვის”, – აღნიშუნლია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, თუმცა, წინადადების სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
ამავე თემაზე:
· გაერომ 9 თანამშრომელი გაათავისუფლა ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობისთვის

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”