ღაზაში საჰაერო თავდასხმისას 26 ადამიანი დაიღუპა – პალესტინური საინფორმაციო სააგენტო WAFA

სააგენტო როიტერსი, პალესტინურ საინფორმაციო სააგენტო WAFA -ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ღაზის სექტორში, ქალაქ ხან-იუნისზე საჰაერო თავდასხმისას დაუღუპა 26 პალესტინელი, მათ შორის, უმეტესად ბავშვები.
ს თავდაცვის ძალებს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციის ოპერატიულად გადამოწმება და დადასტურება ჭირს.
მიმდინარე კვირაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით, ხან-იუნისში გადმოყარეს საინფორმაციო ფურცლები და გააფრთხილეს ქალაქის მოსახლეობა, დაეტოვებინათ სახლები და წასულიყვნენ თავშესაფრებში.
ბიბისის ინფორმაციით, ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა დატოვეს ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი და გაემართნენ სამხრეთისკენ, ხან-იუნისის მოსახლეობა 400 ათასიდან ერთ მილიონამდე გაიზარდა.
7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ