ღაზაში სამხედრო ოპერაციის დროს 21 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ორშაბათს ღაზის სექტორში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას მათი 21 სამხედრო ემსხვერპლა. ეს ომის დაწყების შემდეგ ერთი დღის პერიოდში ისრაელის ყველაზე დიდი დანაკარგია.