ღაზაში პალესტინელებმა ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ სახლებში დაბრუნება დაიწყეს

ღაზას სექტორში, ათასობით იძულებით გადაადგილებულმა პირმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საკუთარ სახლებში დაბრუნება დაიწყო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს ავტომობილებისა და ხალხის გრძელი რიგები.
გაერო-ს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, საკვებით დატვირთული ათასობით სატვირთო მანქანა ღაზაში შესვლას ელოდება, რასაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს.
“დახმარებით დატვირთული 4 000 სატვირთო მანქანა მზადაა ღაზაში შესასვლელად – მათგან ნახევარი საკვებითა და ფქვილითაა დატვირთული”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ღაზაში დღეს ცეცხლის შეეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.