ღაზის სექტორში მიმდინარე ომმა 2023 წლის ბოლო კვარტალში ისრაელის ეკონომიკის 19.4%-იანი კლება გამოიწვია. ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს თანახმად, ეს მაჩვენებელი მოსალოდნელზე 2-ჯერ მეტია.
ბიუროს ცნობით, კლება გამოწვეულია კერძო მოხმარების 26.9%-იანი ვარდნით, რადგან ღაზაში ომის გამო მომხმარებელთა ნდობა და ოჯახების ხარჯები შემცირდა.
2023 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3.1%, მეორე კვარტალში 2.8%, ხოლო მესამე კვარტალში 2.7% შეადგინა.
ჯამში 2023 წელს ისრაელის ეკონომიკა 2%-ით. 2022 წელს ეკონომიკური ზდის მაჩვენებელი 6,5% იყო.