ღაზაში ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანას ცდილობენ, ქარიშხალმა კი დაზიანებული შენობები შეარყია

15 დეკემბერს პალესტინელთა ტერიტორიის ღაზის სექტორის ხელისუფლებამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ განადგურებულ ანკლავში ძლიერი წვიმის გამო, შესაძლოა, ომის შედეგად დაზიანებული კიდევ რამდენიმე შენობა ჩამოინგრეს და განაცხადა, რომ ამინდის პირობები ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანას ართულებს.

Reuters-ის ცნობით, პარასკევს, ღაზაში ორი შენობა ჩამოინგრა, რასაც, ადგილობრივი
ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარიშხალმა ასევე წაიღო და დატბორა კარვები, რის შედეგადაც დაიღუპნენ ადამიანები.

და ჰამასი (-ში ტერორისტულად შერაცხილი), ორწლიანი ინტენსიური დაბომბვისა და სამხედრო ოპერაციების შემდეგ, ოქტომბერში, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობით, ღაზაში, სადაც თითქმის მთელი მოსახლეობა უსახლკაროა, დახმარება ჯერ კიდევ ძალიან მცირე რაოდენობით აღწევს.

ღაზის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელმა, მაჰმუდ ბასალმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, იძულებით გადაადგილებული პალესტინელებს, კარვების ნაცვლად, გადასატანი სახლები და ფურგონები გაუგზავნონ.

„თუ ადამიანები დღეს არ იქნებიან დაცული, ჩვენ ამ შენობებში ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს – მეტ დაღუპულ ადამიანს, ბავშვებს, ქალებს, მთელ ოჯახებს“, – თქვა მან.

მოჰამედ ნასარი და მისი ოჯახი ექვსსართულიან შენობაში ცხოვრობდნენ, რომელიც ომის დასაწყისში, ს დარტყმების შედეგად, ძლიერ დაზიანდა და პარასკევს დაინგრა.

ამასობაში, ღაზის ხელისუფლება კვლავ აგრძელებს სამუშაოებს 9000-მდე ცხედრის ამოსაყვანად, რომლებიც, მათი შეფასებით, ომის დროს, ისრაელის მიერ დაბომბვის შედეგად, ნანგრევებშია დამარხული, თუმცა მათ არ გააჩნიათ სამუშაოების დასაჩქარებლად საჭირო ტექნიკა, განაცხადა პრეს-მდივანმა, ისმაილ ალ-თავაბტამ.
ორშაბათს, მაშველებმა 2023 წლის დეკემბერში დაბომბილი, მრავალსართულიანი შენობიდან – სადაც, სავარაუდოდ, 60 ადამიანი, მათ შორის, 30 ბავშვი იმყოფებოდა – დაახლოებით 20 ადამიანის ნეშტი ამოიტანეს.

ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.

ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომელსაც გაერო აღიარებს, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი