ღაზაში მწვავდება ჰუმანიტარული კრიზისი, ევროკავშირს დახმარებისთვის საზღვაო დერეფნის გახსნის იმედი აქვს

ევროპული კომისიის ხელმძღვანელის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კვიპროსსა და ღაზას შორის ამ შაბათ-კვირას შესაძლოა ამოქმედდეს საზღვაო დერეფანი – რაც წარმოადგენს დასავლეთის ძალისხმევის ნაწილს ომით გაჩანაგებულ ღაზაში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული სიტუაციის შესამსუბუქებლად.
ფონ დერ ლაიენის განცხადებას ერთი დღით უძღოდა წინ პრეზიდენტ ს მიერ გამოცხადებული გეგმა, რომ -ის არმიამ ღაზის ხმელთაშუაზღვისპირა ნაპირიდან დროებითი ნავმისადგომი უნდა აამუშავოს – იმ ფონზე, როცა გაერო გამოდის შიმშილის შესახებ გაფრთხილებით ამ, 2,3 მილიონი ადამიანით დასახლებულ ტერიტორიაზე.
ისრაელსა და აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა კაიროში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ