ღაზაში მძევლების გათავისუფლების პროცესი ხვალამდე გადაიდო – განცხადება ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ გააკეთა

ღაზაში მძევლების გათავისუფლების პროცესი ხვალამდე გადაიდო – განცხადება ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ გააკეთა, თუმცა მიზეზები არ დაკონკრეტებულა. ღაზას სექტორში ცეცხლის 4 დღიანი პაუზა, რომლის დროსაც 50 მძევალი 150 პატიმარზე უნდა გაცვლილიყო, დღეს უნდა გამოცხადებულიყო.
მანამდე კი ისრაელი ინტენსიურ სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს ღაზაში განაგრძობს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ომს მოიგებს და “ჰამასზე” “აბსოლუტურ გამარჯვებას” მოიპოვებს.

პარალელურად, ისრაელი საპასუხო საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს “ჰეზბოლას” წინააღმდეგ. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო იერიშის შედეგად დაიღუპა “ჰეზბოლას” 5 წევრი, მათ შორის ერთ-ერთი, ლიბანის გავლენიანი პარლამენტარის შვილია. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, “ჰეზბოლას” მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა, შესაძლოა, ლიბანში ომი გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე