ასეულობით პალესტინელმა გამართა აქცია ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში და მოითხოვა ომის დასრულება. Reuters-ის სააგენტო ეყრდნობა სოციალური ქსელებით გავრცელებულ მასალას, სადაც ისმის, როგორ გაიძახოდნენ დემონსტრანტები ლოზუნგს: „ჰამას წადი!“
ეს იყო პირველი საჯარო გამოხატვა ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) მიმართ ოპოზიციისა.
ჰამასის თავდასხმას ისრაელის სამხრეთში 2023 წლის 7 ოქტომბერს მოჰყვა ომი ღაზის სექტორში.
ღაზის სექტორის ჩრდილოეთი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დანგრეული მჭიდროდ დასახლებული არეალია, საიდანაც მოსახლეობა იძულებული იყო არაერთხელ გაქცეულიყო, რათა თავი აერიდებინა ბომბებისთვის.
50 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა ღაზაში ისრაელის საჰაერო და სახმელეთო საომარი მოქმედების განმავალობაში მას მერე, რაც ჰამასის მეთაურობით თავდასხმა მოხდა სამხრეთ ისრაელზე. ამ იერიშის დროს დაიღუპა 1200 ადამიანი და 251 პირი მძევლად აიყვანეს.
ასობით ათასი მცხოვრები, რომლებიც ომის დაწყებისას სამხრეთ ღაზაში გაიქცნენ, დაბრუნდნენ თავიანთ დანგრეულ სახლებში ჩრდილოეთში მას შემდეგ, რაც იანვარში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა.
ახლა, ისრაელმა კვლავ ბრძანა ევაკუაცია და 18 მარტს განახლდა საბრძოლო მოქმედება, რის შედეგადაც დაირღვა ორთვიანი ზავი, რომლის დროსაც ჰამასმა მძევლების ნაწილი გადასცა ისრაელს და ისრაელმა, სანაცვლოდ გაათავისუფლა თავის საპატიმროში მყოფი პალესტინელები.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაახლა ღაზაზე თავდასხმები და განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო ჰამასის სრული მოსპობა, პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, დაიღუპა თითქმის 700 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.