ღაზაში ისრაელის იერიშს ჰამასის პოლიტიკური ლიდერის 3 ვაჟი ემსხვერპლა – მედია

გამოცემა Al Jazeera პალესტინურ საინფორმაციო სააგენტო Shehab-ზე დაყრდნობით წერს, რომ ღაზის სექტორში ს საჰაერო იერიშს ჰამასის პოლიტბიუროს მეთაურის, ისმაილ ჰანიას 3 ვაჟი ემსხვერპლა.
როგორც გამოცემა წერს, თავდასხმა შათის დევნილთა ბანაკზე განხორციელდა და სამიზნეები სწორედ ჰანიას ვაჟები და მათი შვილები იყვნენ.
Al Jazeera-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულია ისმაილ ჰანიას, სულ მცირე, 3 შვილიშვილიც.
IDF-ს იერიშთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობს, ჰამასის პოლიტიკურ ლიდერადაა მიჩნეული.