აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ღაზის სექორში ტერორისტული დაჯგუფება პალესტინის ისლამური ჯიჰადის წინააღმდეგ ისრაელის იერიშები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ არღვევს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა 25 ოქტომბერს ღაზის სექტორში ტერორისტულ დაჯგუფებაზე იერიში მიიტანა. IDF ჯიჰადისტურ ჯგუფს ისრაელელ სამხედროებზე თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებდა.
რუბიომ განმარტა, რომ ისრაელის უფლებაა თავი დაიცვას და ამაზე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცეში მონაწილე ყველა მხარე თანხმდება.
“ეს მათი უფლებაა, თუ გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგას ისრაელი და ამაზე ყველა მედიატორი თანხმდება” – თქვა რუბიომ.




