ღაზაში დაშავებული ბავშვები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს

ღაზაში დაშავებული ბავშვები სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.
15-კაციანმა ჯგუფმა, სადაც ბავშვები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, გუშინ რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა და ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტიდან აბუ-დაბიში გაფრენდა.