ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ 22,000-ს გადააჭარბა

ბოლო 90 დღის განმავლობაში, ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად, 22,438 პალესტინელი დაიღუპა, – აცხადებს ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აშრაფ ალ-ქუდრა.
მისივე თქმით, დაშავებულია სულ მცირე 57,614 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 125 პალესტინელი დაიღუპა და 318 დაიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!