ღაზაში, გაეროს თავშესაფრებში, გადამდები დაავადებების გავრცელების ტემპი იზრდება – ჯანმო

ღაზაში მდებარე გაეროს თავშესაფრებში გადამდები დაავადებების შესახებ შეტყობინებების მზარდი ტენდენციაა, – ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოზე (UNRWA) დაყრდნობით ავრცელებს.
თავშესაფრებს თავს 1,1 მილიონზე მეტი ადამიანი აფარებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ “მასობრივად მზარდია” ისეთი გადამდები დაავადებების გავრცელების ტემპი, როგორებიცაა დიარეა, მწვავე რესპირატორული ინფექცია და კანის ინფექციები. ასევე, პრობლემაა ტილების გავრცელებაც.
თავშესაფრებში 350,000 ადამიანი ცხოვრობს ისეთი არაგადამდები დაავადებებით, როგორებიცაა დიაბეტი, კიბო, გულის დაავადებები და ჰიპერტენზია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“