ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელმა გაერო-ს სკოლის შენობას დაარტყა და დაღუპულია ათობით ადამიანი

ისრაელის მიერ ღაზის სექტორში, ალ-ნუსეირატში გაერო-ს სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 პალესტინელი, მათ შორის ხუთი ბავშვი დაიღუპა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ღაზის სექტორის სამედიცინო სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დეირ ალ-ბალაჰში, ალ-აქსას საავადმყოფოში მინიმუმ 30 ცხედარი მიასვენეს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია.
ს თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ მათმა სამხედრო თვითმფრინავებმა ალ-ნუსეირატში გაერო-ს სკოლა დაარტყეს და აცხადებენ, რომ მას თავს აფარებდნენ „ჰამასის“ ტერორისტები, რომლებიც ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ და რომლებიც უახლოეს მომავალში თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში