ღაზაში ალ-ჯაზირას ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა ისრაელის თავდასხმის შედეგად

ღაზაში ალ-ჯაზირას ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა ს თავდასხმის შედეგად. მათ შორის ცნობილი ჟურნალისტი ანას ალ-შარიფი, რომელიც ისრაელის სამიზნე იყო.
ისრაელის სამხედრო ძალები ადასტურებენ, რომ მათი სამიზნე ალ ჯაზირას 28 წლის ჟურნალისტი ანას ალ-შარიფი იყო, თუმცა ისრაელი ამტკიცებს, რომ იგი „ჰამასის ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი იყო“.
„ალ-ჯაზირა“ ფაქტს პრესის თავისუფლებაზე წინასწარ დაგეგმილ თავდასხმას და მიზანმიმართულ მკვლელობას უწოდებს.
BBC-ის საერთაშორისო რედაქტორი ჯერემი ბოუენი, რომელმაც ისრაელის მიერ ალ-შარიფთან დაკავშირებული მტკიცებულებები შეისწავლა, აცხადებს, რომ დამაჯერებელი არ არის.
ალ ჯაზირას მმართველი რედაქტორი მოჰამედ მოავადიმ BBC-ს უთხრა, რომ ჟურნალისტი ანას ალ-შარიფი იყო „ერთადერთი ხმა“, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს შეეძლო გაეგო, რა ხდებოდა ღაზის სექტორში.
ისრაელის თავდასხმის შედეგად მოკლული ხუთი ჟურნალისტის შესახებ საუბრისას, მოავადი აღნიშნავს, რომ „ისინი დაიღუპნენ იმ ადგილას, სადაც სარედაქციო დავალებებს შორის იძინებდნენ.
ის „შოკისმომგვრელს“ უწოდებს, რომ ისრაელის არმია მიზანში იღებს ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მისი კოლეგები და მთლიანად ალ ჯაზირა ომის დაწყებიდან მოყოლებული ისრაელის მთავრობის მხრიდან „ცილისწამების კამპანიის“ მსხვერპლნი არიან.
მოავადმა უარყო ბრალდებები შარიფის სავარაუდო კავშირებზე ჰამასთან და დაამატა: „ანასი ერთ რამეს აკეთებდა — ის გამოხატვის შესაძლებლობას აძლევდა ღაზაში დარჩენილებს“.
ისრაელის მთავრობა არ უშვებს საერთაშორისო მედიაებს, მათ შორის BBC-ს, ღაზაში თავისუფლად რეპორტაჟების გასაკეთებლად, რის გამოც საერთაშორისო მედიების უმეტესობა ადგილობრივ ჟურნალისტებზეა დამოკიდებული.