ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოდან 30-ზე მეტი ნაადრევად დაბადებული ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა

ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფოდან, ალ-შიფადან, ნაადრევად დაბადებული 31 ჩვილის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, – ინფორმაციას BBC პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბავშვები სამხრეთ ღაზაში, ქალაქ რაფაში გადაიყვანეს. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაციის კიდევ რამდენიმე ოპერაციაა დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას