ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23,843-ს აღწევს

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 23,843-ს აღწევს.
ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულია სულ მცირე 23,843 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 60,317-ს აღწევს.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ათასობით ადამიანი ნანგრევებში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ