ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – ღაზაში, თავშესაფრად გადაკეთებული სკოლის შენობაზე ისრაელის თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა ღაზას სექტორის ქალაქ ჯაბალიაში სკოლას შენობაზე, სადაც დევნილები იყვნენ შეფარებული, საჰაერო იერიში განახორციელა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე, მედჰათ აბასსზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ამასთან, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ს საჰაერო იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.
„არ არის წყალი თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად“, – აღნიშნა მედჰათ აბასმა.

ასევე დაგაინტერესებთ