ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთახმება ძალაში შევიდა

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დაგეგმილზე სამი საათით გვიან შევიდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცეცხლი მას შემდეგ შეწყდა, რაც „ჰამასმა“ დაასახელა პირველი სამი ისრაელელი მძევალი, რომლის გათავისუფლებასაც დღეს აპირებს.
„ჰამასის“ მიერ სთვის გაგზავნილი მძევლების სიაში არიან: 31 წლის დორონ სტეინბრეჩერი, ბრიტანეთისა და ისრაელის მოქალაქე 28 წლის ემილი დამარი და 24 წლის რომი გონენი.
ცეცხლის შეწყვეტა დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა „ჰამასმა“ ისრაელს გასათავისუფლებელი მძევლების სია დროულად ვერ მიაწოდა, რის გამოც შეთანხმება 3 საათით გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ამ ქვეყანაში არსებობს ორი სახის დეგენერატი. პირველი სახის დეგენერატი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერია დღევანდელი ცხოვრებით და ქოცებს აძლევს ხმას, ხოლო მეორე…