ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 25 000-ს აღწევს

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 24 927-ს აღწევს, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 62,388-ია. ხოლო ბოლო 24-საათის განმავლობაში ღაზაში 165 ადამიანი დაიღუპა და 280 დაშავდა.