ღაზას სექტორის ოფიციალური პირები – ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზას სამხრეთ ნაწილის დაბომბვას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ღაზას სექტორის ოფიციალური პირების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზას სამხრეთ ნაწილის დაბომბვას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.
BBC წერს, რომ ამ დროისათვის ღაზას სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში, რომელიც ეგვიპტის საზღვართან ახლოს მდებარეობს, თავს ათასობით ადამიანი აფარებს.
გამოცემის ცნობით, ლტოლვილებს საკვები და მედიკამენტები შეზღუდულად მიეწოდებათ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები 7 ოქტომბერს დაიწყო. კონფლიქტს სულ მცირე 1 200 ისრაელელი და 19 400-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს